2014-07-15
ბრძანება №:110/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია/ვორქშოპის „COMET საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი – CM-14“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2014 წლის 22-26 სექტემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია/ვორქშოპის „COMET საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი - CM-14“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - თსუ რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - თსუ რექტორის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მიხეილ ნიორაძე - მეფი-ს დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დავით ჩომახიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე;
ე) გელა დევიძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის მდივანი;
ვ) ტარიელ ზარანდია - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) იური თევზაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე, ჯგუფის წევრი;
თ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;ი) ი) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
მ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ნ) ზვიად წამალაიძე – მეფი-ს უფროსი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის წევრი;
ო) ბადრი ჭილაძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-მკვლევარი, ჯგუფის წევრი;
პ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ჟ) არსენ ხვედელიძე - რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელი, ჯგუფის წევრი;
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკრულების №CF/13/6-200/14, 06.06.2014) გამოყოფილი 30,000 ლარის და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის 2014 წლის ბიუჯეტში საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი 7,500 ლარის გამოყენებით (დანართი №1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ვორქშოპის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობითა და ვორქშოპის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს ვორქშოპის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ვორქშოპის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ვორქშოპის გახსნასთან დაკავშირებით კონცერტის ორგანიზება.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა