2011-09-19
ბრძანება №:93/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების თაობაზე“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №74/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 8 სექტემბრის №23322/02 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 9 სექტემბრის №23485/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №74/01-01 ბრძანების მეორე პუნქტის "თ" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"თ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი".
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი