2016-04-11
ბრძანება №:52/01-01
2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ (საფრანგეთი) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (13620/02; 11.04.2016) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრსა და 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 12 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მირეი დიუკასე (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეა გერგედავა (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორი, კომისიის წევრი);
გ) ეკატერინე მეგრელიშვილი (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი, კომისიის წევრი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ-ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა