2012-06-11
ბრძანება №:92/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანების #1 დანართში დამატების  შეტანის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების და უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის 2012 წლის 24 მაისის #172/59  კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 პუნქტს დაემატოს 6.5 ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,6.5. ნონა სიჭინავა –საკანცელარიო საქმისწარმოების სპეციალისტი”.  

2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.    
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე         
« უკან დაბრუნება