2012-09-24
ბრძანება №:1558/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 521-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ #227 ბრძანების 32-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის „იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა“ #705 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 13 სექტემბრის „იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2011 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა“ #627 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 სექტემბრის „იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის დამტკიცების შესახებ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა“ #989 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012–2013 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ “ #72/2012 დადგენილების, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის "საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ” #57/2011 დადგენილების, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და  ფაკულტეტების წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით  შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
1.7.    ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 7).

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება