2011-02-14
ბრძანება №:23/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის #119/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის №119/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე და 63–აე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება რექტორის 2010 წლის 14 დეკემბრის #119/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ბაკალავრიატი / პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა / მაგისტრატურა / დოქტორანტურა:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 14 თებერვალი – 5 მარტი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია _ 16 თებერვალი _ 7 მარტი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 7 მარტი _ 18 ივნისი;
ა.დ) სასესიო პერიოდი _ 20 ივნისი – 9 ივლისი (ძირითადი გამოცდები),
        18 ივლისი – 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები)."

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.



3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                            ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება