2008-09-19
ბრძანება №:0

მედიცინის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №18/01-03)

ბრძანება № 18 / 01-03
       19.09.2008 წ

 

                                                 მედიცინის ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის    1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 11 ივნისის #42/01-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნონ 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2011 წლის 17 სექტემბრამდე მედიცინის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთა, ხოლო  2008 წლის 16 სექტემბრიდან 2010 წლის 17 სექტემბრამდე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე  დანართი 1-ით განსაზღვრული პირები;
  2. დაევალოს   პერსონალის   მართვის   დეპარტამენტს   (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი 1-ით    განსაზღვრულ პირებთან;
  3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 15 სექტემბრის #127  დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ"

 

 

 

რექტორი, პროფესორი
                                         გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება