2015-02-12
ბრძანება №:13/02-01
,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, იმის გათვალისწინებით, რომ ,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს ბრძანებაში გამორჩენილია მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა „შექმნისა“ და უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2015 წლის 12 თებერვლის N4076/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
- გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01ბრძანებაში:
ა) ბრძანების სათაურში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და "სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“;
ბ) ბრძანების მეორე პუნქტის „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) თამარ ყანჩელაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი;“
გ) ბრძანების მეორე პუნქტის „მ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) მინდია მაზმიშვლი - საფინანსო დეპარატმენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.“
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე « უკან დაბრუნება