2015-08-03
ბრძანება №:130/01-01
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 ივლისის №23821/02 წერილისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 29 ივლისის №25019/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №84/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „1.3” ქვეპუნქტით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის №3 დანართში და სადოქტორო პროგრამებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნომერი:
"
5.
|
კულტურის და მედიის
სოცი
ო
ლოგია
|
5
|
"
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა