2015-05-05
ბრძანება №:16/04
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 14 დეკემბრის №:20/04 ერთობლივი ბრძანებით უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით შექმნილ კომისიის მიერ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისა და წარდგენის ვადა განსაზღვრის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 14 დეკემბრის №:20/04
ერთობლივი ბრძანებით უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით შექმნილ კომისიის მიერ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისა და წარდგენის ვადა განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების დებულებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის 2015 წლის 27 აპრილის №14363/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 14 დეკემბრის №:20/04
ერთობლივი ბრძანებით უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით შექმნილ კომისიას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის (მოკლევადიანი, 2016-2018 წ.წ.) შემუშავებისა და უნივერსიტეტის აკადემიურ, წარმომადგენლობით და ფაკულტეტების საბჭოებისთვის წარდგენის ვადა განესაზღვროთ 2015 წლის 31 მაისამდე.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ადმინისტრაციის ხელმღვანელი დავით ჩომახიძე