2012-05-01
ბრძანება №:420/02-03
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟიორების დანიშვნის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, თსუ-ს "სტაჟირების კომისიის" 2012 წლის 30 აპრილის სხდომის #2 ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნონ 2012 წლის პირველი მაისიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟიორები შემდეგ მიმართულებებზე. სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა და უშუალო კოორდინაცია სტაჟირების გავლის პროცესის დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს ზურაბ გაიპარაშვილს.
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღმწერები:
1. ნატო ენუქიძე;
2. ანა ნიკოლაშვილი;
3. ზვიად ღუდუმიძე;
4. ესმა ტყებუჩავა.
სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროს სპეციალისტს (ბიბლიოთეკარი) ნინო მახანაშვილს.
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ანალიტიკური აღმწერები:
1. ლანა შეყილაძე;
2. ანა კვიჟინაძე;
3. ანა შველიძე;
4. ჯილდა შარიფაშვილი;
5. ნაზიბროლა ჭკუასელი.
სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროს სპეციალისტს (ბიბლიოთეკარი) ეკა ყაჩმაზაშვილს.
გ) კლასიფიკატორები:
1. ჯული ბანკანაშვილი;
2. სოფიო მოდებაძე;
3. მიხეილ ბარნოვი;
4. მაია ინასარიძე.
სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროს სპეციალისტს (ბიბლიოთეკარი) ნინო მახანაშვილს.
დ) ელექტრონული კატალოგის ოპერატორები –
1. ზაური კუნჭულია;
2. მარეხი სირბილაძე;
3. მარიამ ელისაშვილი;
4. მიხეილ ტაბლიაშვილი;
5. ნინო ბაგაშვილი.
სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს დავით ბუაჩიძეს.
ე) საბიბლიოთეკო ფონდების სპეციალისტები:
1. არჩილ ცხვედაძე;
2. თამარ გვრიტიშვილი;
3. თამარ გრიგოლია;
4. ქეთევან ჩიქვილაძე.
სტაჟიორთა საქმიანობის წარმართვა დაევალოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროს სპეციალისტს (ბიბლიოთეკარი) ეკა ყაჩმაზაშვილს.
2. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებული პირებისა და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ ე. ქემოკლიძე « უკან დაბრუნება