2015-09-22
ბრძანება №:173/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის №153/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის    2015 წლის 7 სექტემბრის №153/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 15 სექტემბრის №32959/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს დამატება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის №153/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის #5 დანართში მითითებულ საგამოცდო კომისიის შემადგენლობას კერძო სამართლის მიმართულებით დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

" 21. დიანა ბერეკაშვილი; 
  22. ეროსი ბზეკალავა;  
  23. თამარ ჩიხლაძე ”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          იოსებ სალუქვაძე




« უკან დაბრუნება