ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-09

სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია არსებულ შეზღუდვებზე

სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია  არსებულ შეზღუდვებზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 4 მაისის ბრძანებით განისაზღვრა სასწავლო წლის სასწავლო პროცესების ვადები. აღნიშნული ბრძანების მიხედვით  გაზაფხულის სემესტრის ვადები არ იცვლება. როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, სასწავლო პროცესი დასრულდება 27 ივნისს, რის შემდგომაც იწყება საგამოცდო პერიოდი. 

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ, რაც აისახა რექტორის ბრძანებაში. სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე