იაპონიის საელჩომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს საჩუქარად საკურას ნერგები გადასცა. მათი ნაწილი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან ერთად დარგო. მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა. იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩი
ეს.