ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-28

ფრანგული მეცნიერების დღე

ფრანგული მეცნიერების დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, ფრანგული მეცნიერების დღე გაიმართა.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ერთობლივი კვლევების და სამეცნიერო გამოცდილების წარმოსაჩენად, რომელსაც დიდი ხნის ისტორია გააჩნია, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფრანგმა მკვლევრებმა და მეცნიერებმა.

ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს წამომადგენელი რობერტ გარდეტი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ-ფრანგული სამეცნიერო თანამშროლობის ფორუმი და კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართველი და ფრანგი მეცნიერების მონაწილეობით წარმოებული კვლევების პრეზენტაცია მოწყო.

საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, ეროვნული სამეცნიერო და კვლევითი ცენტრის CNRS, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის IRSTEA, პასტორის ინსტიტუტისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები თბილისში, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი კვლევითი პროექტების განვითარებისათვის ჩამოვიდნენ. კვლევის სფეროები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მიკრობიოლოგია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, არქეოლოგია, პალეოანთროპოლოგია და ლინგვისტიკა.

Print

« იხ. ყველა სიახლე