2014-2015
სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები განსაზღვრულია. შემოდგომის სემესტრში სააუდიტორიო მეცადინეობები ბაკალავრიატში 15 სექტემბერს დაიწყება და 27 დეკემბრამდე გასტანს. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კი სწავლა 29 სექტემბერს დაიწყება და 17 იანვარს დასრულდება.
შიდა მობილობის მსურველთათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადად - 21 - 27 აგვისტო განისაზღვრა. მანამდე, 18 - 20 აგვისტოს, მობილობის ელექტრონულ პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილები განთავსდება. შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.
სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის www.eqe.ge საშუალებით მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება (
გარე მობილობა), მომართავენ უნივერსიტეტს 26 აგვისტო-1 სექტემბერის ვადაში.