თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს საგანმანათლებლო კავშირების განვითარება ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში
რან გიდორმა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და ეს თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. „ისრაელის ელჩთან ერთად განვიხილეთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გზები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით. ვისაუბრეთ სამეცნიერო კონფერენციების ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობებსა და უამრავ სხვა საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში დგას და რომელიც ინტენსიური, საინტერესო და მრავალმხრივია.“ - განაცხადა
თსუ რექტორმა.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში რან გიდორმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისრაელის სახელმწიფოს სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. „კიდევ ერთხელ მოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გაოცებული ვარ მისი განვითარებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისრაელის ცენტრის“ საქმიანობა ებრაელი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ -
აღნიშნა ელჩმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულება 1944 წლიდან არსებობს. თსუ-ში ასევე ფუნქციონირებს „ისრაელის ცენტრი“, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით, სხვადასხვა მიმართულების საქმიანობითა და ღონისძიებებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და ეს თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის.