ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-09

Webometrics-ის რანჟირებით თსუ კავკასიის რეგიონის ლიდერია

Webometrics-ის რანჟირებით თსუ კავკასიის რეგიონის ლიდერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესო 10%-ში შევიდა, კავკასიის რეგიონში კი პირველია.

2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 23 887 უნივერსიტეტს შორის, თსუ 2006-ე ადგილზეა, ე ვროპის უნივერსიტეტების ჩამონათვალში (4000-მდე უნივერსიტეტი) 714-ე ადგილზე (საუკეთესო უნივერსიტეტების 20%-ში), კავკასიის რეგიონში და საქართველოში კი პირველ ადგილს იკავებს.

www.webometrics.info - ს რანჟირებით კავკასიის რეგიონიდან სომხეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ 2628-ე ადგილს, აზერბაიჯანის საუკეთესო უნივერსიტეტი კი 6405-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო უნივერსიტეტების ვებრანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაცია Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIS)-ის ლაბორატორიის Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება. ორგანიზაცია ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. უნივერსიტეტების რაჟირებისას ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ვებგვერდებიდან მინიშნების მაჩვენებელს (Google, Yahoo, Live Search, Exalead), უნივერსიტეტის ვებგვერდის შიგა გვერდების რაოდენობას, მასზე სრულყოფილი ტექსტების რაოდენობას, ვებგვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რანჟირებისას, ტექნიკური თვალსაზრისით არ იქნა გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდებზე არსებული მაჩვენებლები. ISET-ისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემები, შეცდომით, ცალკეა დათვლილი და რანჟირებული. ამ ხარვეზის გასწორების შემდეგ თსუ-ს მაჩვენებელი გაცილებით გაუმჯობესდება.

კვლევაში საქართველოს 64 უნივერსიტეტია ჩართული.









Print

« იხ. ყველა სიახლე