ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-24

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან, მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია“, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია-საქართველო“, „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი“. 

უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს (თითოეული ფაკულტეტიდან 20-20 დელეგატი) აირჩევენ, რაც თვითმმართველობის წევრთა (დელეგატთა) არჩევის წესში ცვლილების შეტანის შედეგად მოხდა. რაც შეეხება საფაკულტეტო საბჭოებს, მასში შევლენ ის სტუდენტები, რომელთაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნებათ მიღებული. აქამდე ფაკულტეტზე აირჩეოდა 20 დელეგატი და შემდეგ სწორედ ისინი წყვეტდნენ, ვინ შესულიყო საფაკულტეტო საბჭოში. ცვლილება სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში 20 615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტია. ხმის მიცემა თსუ სასწავლო კორპუსებში განთავსებულ 13 საარჩევნო უბანზე იქნება შესაძლებელი. არსებული მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის სარჩევნო კომისიამ 174 კანდიდატი დაარეგისტრირდა.

25 ნოემბერს საარჩევნო უბნები დილის 10.00 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი 18.00 საათამდე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიისთვის ბრიფინგებს 10.00სთ, 13.00 სთ, 15.00 სთ, 18.00 სთ  გამართავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. წინა არჩევნები 2014 წლის 16 მაისს გაიმართა, რომლის დროსაც თსუ 20 ათასმა სტუდენტმა 120 დელეგატი აირჩია. უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების გამო 2016 წლის მაისში არჩევნები არ გაიმართა და თარიღმა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის და სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 6 თვით გადაიწია და 25 ნოემბერს დაინიშნა.

ბრძანება N 001-003 სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შესახებ

ამომრჩეველთა სია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრიატი​​​​​​, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველო
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
მედიცინის ფაკულტეტი - ბაკალავრიატი,მაგისტრატურა, დოქტორანტურა
იურიდიული ფაკულტეტი - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
ტურიზმის სკოლა - ბაკალავრიატი


კანდიდატთა სია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
იურიდიული ფაკულტეტი
ტურიზმის სკოლა


საარჩევნო უბნები



Print

« იხ. ყველა სიახლე