ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-11

თსუ საიუბილეო ღონისძიებების მნიშვნელოვანი შედეგები

თსუ საიუბილეო ღონისძიებების მნიშვნელოვანი შედეგები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მსვლელობისას რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თსუ-ს, უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

„თსუ იქნება ერთგვარი ჰაბი რამდენიმე ახალი პროექტისთვის. კერძოდ, თსუ-ში გაიხსნება ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა   და იგი მთელ რეგიონს დაფარავს. აგრეთვე, თსუ-ს ბაზაზე იგეგმება აშშ ქიმიკოსთა ასოციაციის დაფუძნება. ეს გახლავთ უმაღლესი დონის სააკრედიტაციო სააგენტო, რომელიც აშშ-ს სტანდარტების აკრედიტაციას მიანიჭებს იმ უნივერსიტეტებს, რომელთაც ქიმიის მიმართულება აქვთ,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების პირველი ეტაპის აღნიშვნა შედეგიანად დასრულდა, თუმცა, საიუბილეო ღონისძიებები გრძელდება. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება. იმედი მაქვს, რომ სექტემბერში, როცა თსუ-ში გაიმართება თბილისის სამეცნიერო ფესტივალი, კიდევ ბევრი სტუმარი ეწვევა საქართველოს. ამ ფესტივალზე უკვე ქართველები და უცხოელი სტუმრები ვისაუბრებთ ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე და ამ მიმართულების განვითარებაში თსუ-ს წვლილზე.“

Print

« იხ. ყველა სიახლე