ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-07

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018
28 ივლისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საიუბილეო გამოშვების ღონისძიება გაიმართება.

კურსდამთავრებულებმა 7 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ sms.tsu.ge-ზე, სადაც მიიღებენ ინფორმაციას მანტიების გაცემის თარიღისა და ადგილის შესახებ.

ღონისძიების შესახებ:
18:00 - კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო (ი.ჭავჭავაძის გამზ. 1).
22:00  - ბენდი „სალიო“ - კლუბი „Spacehall”-ი (ა.წერეთლის გამზ. 2).

დასწრება გამოშვების ღონისძიების რეგისტრაციის საფუძველზე.

მანტიების მიღების შესახებ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ ბმული.


ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018


Print

« იხ. ყველა სიახლე