ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-07-24

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში.

გუნდის ექვსივე წევრმა შეძლო მედლის აღება და გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები გიორგი ჭელიძე, გივი ნადიბაიძე და უშანგი გოგინავა.
Print

« იხ. ყველა სიახლე