ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში „NAFSA 2019“ მონაწილეობს და საინტერესო სიახლეებით წარსდგება. წლევანდელ გამოფენაზე, პროგრამის Study in Georgia-ს ფარგლებში, ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაში (NAFSA) 5 ქართული უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. ყველაზე დიდ საერთაშორისო განათლების გამოფენაზე 100-ზე მეტი ქვეყნიდან 4000-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული. გამოფენა 31 მაისს საღამოს დაიხურება.
უმაღლესი განათლების სპეციალისტთა საერთაშორისო ასოციაცია - NAFSA, ყოველწლიურდ მართავს საერთაშორისო გამოფენას აშშ-ში. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში არსებული უახლესი გამოწვევების გაცნობისა და მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური კონტაქტების დამყარების ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ღონისძიებას.