ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსს“, შპს ,,დენტექსი 95”-ს და შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებებს თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა
ნუნუ ოვსიანიკოვამ, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დირექტორმა
ნანი თხელიძემ, შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორმა
გია ლობჟანიძემ, შპს ,,დენტექსი 95”-ის დირექტორმა
მერაბ გრძელიძემ და შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს დირექტორმა
ხათუნა დგებუაძემ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულებების თანახმად, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რეზიდენტები სასწავლო კურსებს და მოდულებს გაივლიან საუნივერსიტეტო კლინიკებში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობით, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მაძიებლებისთვის და ახალგაზრდა ექიმებისათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი სამედიცინო განათლების და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშესაწყობას, შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“ თსუ-ს უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცემს საიმპლანტაციო სისტემებსა და ფანტომებს. სასწავლო ბაზად გამოიყენება შპს ,,დენტექს 95“-ის ტექნიკური ბაზა, სადაც ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი უმაღლეს სამედიცინო განათლებაში სტუდენტთა მონაწილეობა შესაბამისი პროგრამებითა და მოდულებით.