ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-08-20

თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია

თსუ-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია!
ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო „თელასი ჯორჯიანს“ და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თსუ-ს ფეხბურთელი ლევან კობაიძე გახდა.
თამაშს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმიისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე და თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯევანიძე ესწრებოდნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე