ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს.
კონფერენციის ორგანიზატორები თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახლდათ. საიუბილეოდ შალვა ამირანაშვილის მიერ ათწლეულების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების კრებული: „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“ დაიბეჭდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში მომზადდა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაიბეჭდა. კონფერენციის გახსნისას გაიმართება ხსენებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.