ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-09-17

თსუ მედიკოსი დოქტორანტები აშშ-ში გადამზადებას გაივლიან

 თსუ მედიკოსი დოქტორანტები აშშ-ში გადამზადებას გაივლიან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებას გაივლის. ამის შესახებ ისაუბრეს ონლაინკონფერენციაზე, რომელშიც უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 
თსუ ბაზაზე მომზადებული ათივე დოქტორანტი რვათვიან ტრენინგებს გაივლის  აშშ-ში: პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში  - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.  დაგეგმილია  მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში. აგრეთვე, გათვალისწინებულია თსუ სადოქტორო პროგრამის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების განსახორციელებლად იმპლემენტაციის მეცნიერების სფეროში.
პროექტის პარტნიორები არიან: აშშ ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი, ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი, ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ნიუ-ორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი, ნიუ-ორკის უნივერსიტეტის, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ნარკომანიისა და აივ / C ჰეპატიტის კვლევის ცენტრი, თსუ,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი.
2020 წლის ივნისიდან პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრეინინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ განხორციელება. ხუთწლიანი პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში ქართველი მკვლევრების მომავალი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება.


Print

« იხ. ყველა სიახლე