ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-31

სტუდენტური მინი ფეხბურთის ტურნირის „ლიგა თსუ-ს“ გამარჯვებულის დაჯილდოება

სტუდენტური მინი ფეხბურთის ტურნირის „ლიგა თსუ-ს“ გამარჯვებულის დაჯილდოება
სტუდენტური მინი ფეხბურთის ტურნირის „ლიგა თსუ-ს“ გამარჯვებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი გახდა. 

ფინალში  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს გუგა ნერგაძეს "ლიგა თსუ"-ს სპონსორმა კომპანიამ "Hot Travel"  გადასცა ორკაციანი საგზური საბერძნეთში.

მინი ფეხბურთის ტურნირი "ლიგა თსუ" სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 60 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე