ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-16

თსუ კურსდამთავრებულმა „უნიქარდის“ გათამაშებაში თსუ სტუდენტური ბარათით ბინა მოიგო

თსუ კურსდამთავრებულმა „უნიქარდის“ გათამაშებაში თსუ სტუდენტური ბარათით ბინა მოიგო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ანა კიბაბიძემ „უნიქარდის“ გათამაშებაში თსუ სტუდენტური ბარათით ბინა მოიგო ლისი ვერანდაზე.

უნიქარდის გათამაშებაში ასეთი მნიშვნელოვანი პრიზის მოგება მიულოცა ანა კიბაბიძეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და წარმატებები უსურვა.

„დაახლოებით, ორი წლის წინ, თსუ-ს და უნიქარდს ჰქონდა ერთობლივი აქცია - სტუდენტებისთვის უფასოდ გასცემდნენ  უნიქარდის ბარათს. ცოტა განსხვავებული ბარათი იყო,  ფოტო და თსუ-ს ლოგოც იყო ზედ დატანილი, რაც  ჩემთვის უცხო და ლამაზი იყო, რის გამოც ავიღე ეს ბარათი. გათამაშების დღეს, არ ვყოფილვარ ტელევიზორთან, იტალიიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, გზაში ვიყავით, როცა დაგვირეკეს - უნიქარდის გათამაშებიდან გირეკავთო. ძალიან ემოციური ვარ, წარმოიდგინეთ, მეათასედი ემოცია ვერ გამოვხატე. არ მჯეროდა, დღესაც არ მჯერა. ცოტა დაუჯერებელიც არის, ასე 1 წუთში, ვიღაცამ ბინა გაჩუქოს, როცა ბევრს ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამისთვის. ჩემთვის ამაღელვებელი იყო თსუ რქტორის ნახვა აქ, რისთვისაც, მას დიდი მადლობა,“ - განაცხადა ანამ.

თსუ-სა და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ (კომპანია „უნიქარდს“) შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, თსუ სტუდენტებისთვის შეიქმნა სპეციალური სტუდენტური ბარათი, რომლითაც სტუდენტები, ამავდროულად, სარგებლობენ „უნიქარდის“ მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისით, სხვადასხვა სახის შეღავათებითა და ფასდაკლებით.



Print

« იხ. ყველა სიახლე