ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის -
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელის ვაკანსიის შევსების მიზნით არჩევნები
14 ივლისს
გაიმართა.
კენჭისყრა დაიწყება 10.00 საათზე და დასრულდება 17.00 საათზე
.
საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა ამომრჩეველზე მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
მისამართი:
ილია ჭავჭავაძის გამზირი N1,
თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზის ფოიე.
დარეგისტრირებული კანდიდატი:
1.ალექსანდრე ღონღაძე
2020 წლის 2 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა.
ა) იურიდიული ფაკულტეტი - 1 წევრი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1 წევრი;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი - 1 წევრი;
თ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ი) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - 1 წევრი;
კ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ლ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი - 1 წევრი;
მ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი - 1 წევრი:
ნ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ო) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
პ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ჟ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი - 1 წევრი;
რ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ს) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის
კავკასიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ტ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1 წევრი;
უ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - 1 წევრი;
ფ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - 1 წევრი.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა
რეგისტრაცია
დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს, 10:00 საათზე
და დასრულდა 2020 წლის 19 ივნისს, 18:00 საათზე (5სამუშაო დღე).
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა სარეგისტრაციო განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე;
2. მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
3. ავტობიოგრაფია (CV);
4. სსიპ - ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისაკადემიურითანამდებობის (პროფესორი, ასოცირებულიპროფესორი)/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა.
კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114 (იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის 101 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს, კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმატით, რის თაობაზეც ინფორმაციას რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 ივნისისა საარჩევნო კომისია განათავსებს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე).