პრეზიდენტის სასახლეში, ესეების კონკურსის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სტუდენტებს შორის, ორივე საპრიზო ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა -
ნანი მანველიშვილმა და
ლანა კაპანაძემ მოიპოვეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა.