ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-08

თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნები

თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნებზე 21 წევრი აირჩიეს. თსუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, „აკადემიური საბჭოს წევრები გახდნენ: აკაკი ყულიჯანიშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ვასილ გონაშვილი (იურიდიული ფაკულტეტი), დავით კერესელიძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), გია ლობჟანიძე (მედიცინის ფაკულტეტი), ავთანდილ სილაგაძე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), ალექსანდრე კუხიანიძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ანასტასია ქიტიაშვილი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), მარინე ზაუტაშვილი (პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი), ნათელა ანანიაშვილი (რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი), ზურაბ ცაგარელი (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი), ავთანდილ ამირანაშვილი (მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი), ერეკლე გამყრელიძე (ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი), თამაზ ყარალაშვილი (ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი), მურმან კვინიკაძე (კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი), ნუგზარ შავლაყაძე (ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი), ნოდარ ცინცაძე (ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი), გაგა ლომიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი), დავით მერკვილაძე (ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), მედეა ღლონტი (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი), გოჩა ფერაძე (თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი), მამუკა ხუსკივაძე (პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი)".

თსუ-ში ოცდაერთი საარჩევნო უბანი 17.00 საათზე დაიხურა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, 1636 ამომრჩევლიდან არჩევნებში 1266-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 77 პროცენტია. თსუ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ადვოკატები“) წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის გიორგი ჯოჯუას განცხადებით, „არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლები აქტიურად ადევნებდნენ თვალს არჩევნების პროცესს. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, ადგილი არ ჰქონია არც ერთ ექსცესს, არც ერთი შენიშვნა და საჩივარი არ შემოსულა.“

აკადემიური საბჭოს წევრთა დამატებითი არჩევნები აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით გაიმართა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თსუ აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 36 წევრით. არსებული აკადემიური საბჭოს შემადგენლობას დაემატა 7 ფაკულტეტიდან და 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან თითო-თითო წარმომადგენელი.

აკადემიური საბჭოს ახალი 21 წევრი 1636-მა ამომრჩეველმა (აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო პერსონალი, საფაკულტეტო საბჭოების წევრი სტუდენტები) აირჩია. აკადემიური საბჭოს წევრობაზე რეგისტრაცია 36-მა კანდიდატმა გაიარა. კენჭისყრის პროცედურა შვიდივე ფაკულტეტსა და თოთხმეტივე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არსებულ საარჩევნო უბნებზე (სულ 21 უბანი) გაიმართა.

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებში საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებულ კანდიდატთა სია

ამომრჩეველთა სია:

ფაკულტეტები - აკადემიური პერსონალი
დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები - სამეცნიერო პერსონალი
სტუდენტები

საარჩევნო უბნების მისამართები

დადგენილება №96/2014 - სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


Print

« იხ. ყველა სიახლე