ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის “საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ (
გამარჯვებული პროექტები) ლიდერია.
გამარჯვებული 24 პროექტიდან 7 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 29%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-დან კონკურსში მონაწილე 7 პროექტდან 7-ვე წარმატებული აღმოჩნდა.
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია/საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.