ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-04

თსუ დოქტორანტების წარმატება

თსუ დოქტორანტების წარმატება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუფინანსებს სწავლის გადასახადს, სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას  ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერისთვის წელს პირველად გასცა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება. კონკურსში შემოსული განაცხადები დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს.

კონკურსის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. დაფინანსებული 135 დოქტორანტიდან  60 თსუ-ის სტუდენტია, რაც საერთო დაფინანსებული განაცხადების 44% შეადგენს. გამარჯვებული პროექტების ჯამური ბიუჯეტია 902 197 ლარი. სტუ-დან დაფინანსდა 37 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 27%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 417 998 ლარი), ილიაუნი-დან 17 დოქტორანტი (საერთო დაფინანსებული განაცხადების 13%, პროექტების ჯამური ბიუჯეტით 280 292 ლარი).

Print

« იხ. ყველა სიახლე