ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-08

თსუ გუნდი კონკურსს "რა, სად, როდის" გამარჯვებულია

თსუ გუნდი კონკურსს "რა, სად, როდის" გამარჯვებულია

საქართველოს პარლამენტისა და IDFI -ის ( ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი)  ინიციატივით, 2 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონკურსი: „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“

კონკურსში მონაწილე საქართველოში არსებული 18 უმაღლესი სასწავლებლის ნაკრებიდან, I ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა. მის შემადგენლობაში გახლდენ: ვასილ ქარსელაძე (კაპიტანი),  გიგა ჩალიგავა, რატი ოქროპირიძე,   თორნიკე  ჩოგოვაძე,  ვიტალი მაჭავარინი,  დემეტრე ქარდავა.  გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები  გადაეცათ. 

Print

« იხ. ყველა სიახლე