თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკაში რეგიონული სადოქტორო პროგრამის VII საერთაშორისო სკოლის ფარგლებში, რეგიონის (ძირითადად საქართველო, სომხეთი, თურქეთი და ირანი) დოქტორანტებსა და მაგისტრებს ლექციები წაუკითხეს ამ დარგის მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა. თეორიულ და ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის რეგიონულ სადოქტორო პროგრამაში გაერთიანებულნი არიან თსუ, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ფოლკსვაგენის" საქველმოქმედო ფონდი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.