ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ცენტრის სწავლების სპეციფიკას და ჟურნალისტიკის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
აშშ-ს საელჩოს ეგიდით საქართველოში მედია განათლების ახალი პროექტი დაიწყო, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების მედია სკოლები არიან ჩართული და საქართველოში მედია სივრცის გაუმჯობესებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
„სტუმრები სწავლების სპეციფიკას გაეცნენ და ძალიან კმაყოფილებმა, საკმაოდ მაღალი შეფასებით, დატოვეს უნივერსიტეტი. მათ აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული შეხვედრა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე შედგა,“ - განაცხადა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა
ნინო ჭალაგანიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობა წლებია ხორციელდება. 2013 წელს საელჩოს მხარდაჭერით უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო მულტიმედია ცენტრი დაფუძნდა.