2019 წელის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით თსუ კვლავ ლიდერია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ პრიორიტეტად 10260 აბიტურიენტმა დაასახელა. თსუ მეორე და მესამე არჩევანშიც პირველია.
2019 წელს თსუ ფაკულტეტებსა და მიმართულებებზე ყველა არჩევანის მიხედვით სულ 44 557 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. თსუ-მ წელს 67 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 5308 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 37052 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.