ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-23

ქართული ენის კვირეულის დახურვა

 ქართული ენის კვირეულის დახურვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული გამოფენით - „ბურჯი ეროვნებისა“ დაიხურა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.
ქართული ენის კვირეულის დასასრულს, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს, უნგრელ ელეს არპადს, ქართველოლოგს: იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას; საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს; ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს; ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს: ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას; მთარგმნელს ანი კოპალიანს. გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
Print

« იხ. ყველა სიახლე