სტუდენტური ომბუდსმენი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური ომბუდსმენის ინსტიტუტი. სტუდენტურ ომბუდსმენად
მარტინ პიაცენა დაინიშნა.
სტუდენტური ომბუდსმენი წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების, ასევე სხვა ამ უფლებასთან დაკავშირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინსტიტუტს.
სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თსუ-ში სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტების გამოვლენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამგვარ ფაქტებზე რეაგირება და უნივერსიტეტისათვის სარეკომენდაციო წინადადებების წარდგენა ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სრულფასოვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის, შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობებში მხარეებს შორის მედიატორის (შუამავლის) ფუნქციის შესრულება.