შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი
2014 წლის 30 სექტემბრის აკადემიური საბჭოს №95/2014 დადგენელიების შესაბამისად, თსუ-ში ფუნქციონირება დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრმა.
კვლევითი ცენტრის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ცენტრის შექმნით თსუ პასუხობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც უკავშირდება გაეროს 2006 წლის შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებას - ამ დოკუმენტს საქართველომ 2009 წელს მოაწერა ხელი, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იყო 2013 წლის დეკემბერში.
შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის საქმიანობა შემდეგი მიმართულებით ხორციელდება:
1. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
2. სატრენინგო პროგრამების შემუშავება და ჩატარება;
3. საერთოშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა:
4. საუნივერსიტეტო სივრცეში ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
ცენტრი აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას, რომლის მიზანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციით ხელი შეუწყოს ეფექტური სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურების განვითარებას შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით. 2014-2016 წლების განმავლობში ცენტრმა განახორციელა ორი პროექტი:
1. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ცენტრმა განახორციელა პროექტი, რომელიც სწავლობდა შშმ პირთა დასაქმების ეფექტურ გზებს საქართველოში. კვლევაში ჩართულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი მკვლევარები, ისე ექსპერტები პოლონეთიდან, უნგრეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. კვლევის შედეგები განხილული იყო ორდღიან საერთაშორისო სემინარზე, რომელიც ჩატარდა თსუ-ში 2015 წლის 27-28 ნოემბერს.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტორს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ცენტრმა განახორციელა კვლევით პროექტი, რომელიც სწავლობდა დასაქმების შემთხვევაში, იმ მიკრო და მაკრო ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს სამუშაო გაემოსთან შშმ პირების ადაპტაციასა და მათ შრომით ეფექტურობაზე. პროექტი განხორციელდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თავად შშმ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის ინიციატივით თსუ–ში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს საუნივერსიტეტო სივრცის მეტად მორგებაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების საჭიროებების მიმართ.
შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: თსუ III კორპ., ი. ჭავჭავაძის გამზირი N 11ა , 0179, თბილისი. ცენტრის ხელმძღვანელია თამარ მახარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი : tamar.makharadze@tsu.ge
დებულება