თსუ-სა და აიდაჰო-ს (აშშ) უნივერსიტეტის ერთობლივი მულტიდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ინსტიტუტი დაარსდა 2009 წლის თებერვალ-მარტში. ინსტიტუტის დაარსებას საფუძვლად დაედო ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის და აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, 2008 წლის 24 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ( მემორანდუმი) ( 2009 წლის ანგარიში)

თბილისის და აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს (თსუ, ასუ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას წინ უსწრებდა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის “რადიონახშირბადის და დაბალი რადიოაქტივობის ლაბორატორიის (R&LLCL)” მეცნიერ-თანამშრომელთა და ტექნიკური პერსონალის წარმატებული, ფრიად ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ასუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის “ჯანმრთელობის ფიზიკის” (Physics/Health Physics) დეპარტამენტთან, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2001 წლის გაზაფხულზე და დღემდე გრძელდება.

ასე მაგალითად:
2001-2003 წწ. R&LLCL ჩართული იქნა ასუ-ს Physics/Health Physics დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და გაწევრიანდა სამეცნიერო-კვლევით კონსორციუმში, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ აიდაჰოს, ტეხასის, ფლორიდის და ნევადის უნივერსიტეტები, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ლოს-ალამოსის და ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორიები. ამ კონსორციუმის მიერ ა.შ.შ. ენერგიის დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული იქნა პროექტი "Dose Conversion Coefficients Research Project". 

2003 წ., ასუ-ს Physics/Health Physics დეპარტამენტისა და აიდაჰოს ამაჩქარებლის ცენტრის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა “დამოუკიდებელი რადიოლოგიური მონიტორინგის პროგრამა”. პროგრამის ფარგლებში - პირველად საქართველოში - ქ. თბილისის მაგალითზე დაიწყო იმ რეკომენდაციებისა და წინადადებების პრაქტიკული განხორციელება, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპის განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ 2003 წლის ანგარიშში: "Environmental Performance review of Georgia 2003".
http://www.unece.org/env/epr/epr_studies/georgia.pdf

2005-2007 წწ. თსუ-სა და ასუ-ს შორის გაფორმებული #05-01 და #07-01 კონტრაქტების ფარგლებში შესრულდა პროექტი “Activation and Low-Level Gamma-Counting Analysis”. 

2007-2009 წწ. თსუ-ს R&LLCL-სა და ასუ-ს ”გარემოს მონიტორინგის ლაბორატორიის” მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ ერთობლივი ძალისხმევით მოძიებული (CRDF/GRDF) ფონდების გრანტის ფარგლებში შესრულდა პროექტი "Tbilisi Radon Assessment Initiative".
http://www.mygeorgia.ge/Projects/Radon/Default.aspx

და ბოლოს,საყურადღებოა, რომ 2001 წლიდან დღემდე, აიდაჰოს სახელმწიფო უნივერსიტეტის Physics/Health Physics დეპარტამენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით სწავლას აგრძელებს, თსუ-დან მივლინებული ათი ქართველი სტუდენტი. 

ინსტიტუტის ადმინისტრაცია და სტრუქტურა:

ადმინისტაცია:
დირექტორი - პროფ. თამაზ კერესელიძე,
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. გურამ ქუთელია,
დირექტორის მოადგილე - სამსონ ფაღავა.

ინსტიტუტში გაერთიანებულია სამი სამეცნიერო-კვლევით განყოფილება:

  1. რადიონახშირბადის და დაბალი რადიოაქტივობის, ხელმძღვანელი - ვლადიმერ რუსეცკი http://rllc.science.tsu.ge
  2. რადიაციული უსაფრთხოებისა და სამედიცინო ფიზიკის, ხელმძღვანელი - ზურაბ შავგულიძე
  3. ანთროპოლოგიის, ხელმძღვანელი - ქეთევან ხუციშვილი

მისამართი: თბილისი, 0128, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, ტელ/ფაქსი: +995 32 222-105