ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტი (ეკი) ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინარული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც მოქმედებს 2006 წლიდან. აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაში ეკი მოიცავს თსუ ოთხ ფაკულტეტს ევროპის შესახებ სტუდენტებისთვის საუკეთესო ცოდნის უზრუნველსაყოფად: ბიზნესისა და ეკონომიკის, ჰუმანიტარულს, სამართლის და სოციალური და პოლიტიკიური მეცნიერებების.
ინსტიტუტის ხედვა ითვალისწინებს საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვასა და გავრცელებას, ისევე როგორც ქართული ღირებულებების ევროკავშირის ქვეყნებში პოპულარიზაციას საქართველოში თანამედროვე ევროპული კვლევების მხარდაჭერისა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს შესახებ კვლევების ხელშეწყობის გზით. ინსტიტუტი საკუთარ მისიას ხედვას იმაში, რომ იყოს კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და ქართული საზოგადოების ფართო ფენებში ავრცელებს ევროკავშირის ღირებულებებს, ეყრდნობა რა ინტერ- და მულტი-დისციპლინარულ მიდგომას და საჯაროობის, გამჭვირვალეობის და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებს.
ევროკავშირის პროფესორები ისეთი უმაღლესი სასწავლებლებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, როგორიცაა University Pierre Mendés France of Grenoble (France), Centre for Public Reforms at the University of Insbruck (Austria) da Panteion University of Social and Political Sciences in Athens (Greece), ისევე როგორც მკაცრი კონკურსის საფუძველზე შერჩეული ადგილობრივი აკადემიური პერსონალი, ცხოვრებაში ატარებენ საქართველოსთვის ახალ, სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდებს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში, რაც შესაძლებლობას იძლევა, მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის ევროპული სტანდარტები ბოლონიის პროცესის შესაბამისად. პროგრამა ორწლიანია და გულისხმობს მაგისტრანტის მიერ მინიმუმ 120 ECTS კრედიტის დაგროვებას.
პედაგოგიური, კვლევითი და საკონსულტაციო პოტენციალის განმტკიცების მუდმივ ძალისხმევასთან ერთად, ინსტიტუტი სისტემატურად ზრუნავს ინსტიტუციური თანამშრომლობის დამყარებაზე ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური და სტუდენტური მობილობის, კვლევის და ერთობლივი/ორმაგი სამეცნიერო ხარისხის პროგრამების ამოქმედების გზით.