SMS.TSU.GE

LMS.TSU.GE
sms.tsu.ge - ეს არის ”სასწავლო პროცესის მართვის სისტემა” ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო lms.tsu.ge - მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემების საშუალებით სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი მომსახურები:
  • ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, სადაც სტუდენტს აქვს საშუალება შეასწოროს საკუთარი ანკეტური მონაცემები;
  • სასწავლო ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და დაგროვილი კრედიტები;
  • ინდივიდუალური ცხრილის ფორმირება: წარმოდგენილი საგნების ჩამონათვალიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მიმდინარე სემესტრში შესასწავლი საგნები. არჩეული საგნების კრედიტების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს დაწესებულ ლიმიტს, რომელიც სტუდენტისთვის წინასწარ არის ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე სტუდენტს კონსულტაციას გაუწევს მიმართულების ტუტორი;
  • სასწავლო პროგრამა: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ სპეციალობათა ნუსხას, თითოეული სპეციალობის შესახებ მოკლე ინფორმაციას და შესაბამის დისციპლინათა ჩამონათვალს;
  • სილაბუსი: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს თავის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების  სასწავლო სილაბუსებს;
  • სპეციალობათა არჩევა: სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა სტუდენტს საშუალებას აძლევს აირჩიოს ან შეცვალოს დამატებითი (Minor) სპეციალობები.


გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:09:36