ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა არის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ანიჭებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს დარგის, ქვედარგის/სპეციალიზაციის მიხედვით. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს და საშუალოდ ნაწილდება შემდეგნაირად: 30 ECTS კრედიტი განკუთვნილია სავალდებულო საგნებისათვის, 60 ECTS კრედიტი არჩევითი მოდულისათვის და 30 ECTS კრედიტი კვლევითი კომპონენტისათვის (სამაგისტრო ნაშრომი). სხვადასხვა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამისათვის კრედიტების განაწილება სხვადასხვაგვარია.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი ეროვნული გამოცდების და კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული წესის საფუძველზე.