2017-03-15

კონფერენცია "დისტანციური სწავლება საქართველოში"

2017 წლის 14 მარტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "დისტანციური სწავლება საქართველოში".  დისტანციური სწავლების მეთოდების პერსპექტივებზე ისაუბრეს განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და პარლამენტშ განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა. დისტანციური სწავლება დასახელდა ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს განათლების კანონმდებლობისთვის და, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემისთვის. კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ უმაღლესი სასწავლებლები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.  


  

Print

« იხ. ყველა სიახლე