Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 7

ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, მათემატიკური მოდელირების საფუძველზე შეიქმნა აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონული მოკლევადიანი პროგნოზის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია მთლიანად შავი ზღვის დიაგნოზისა და პროგნოზის სისტემისა.პროექტი „შავი ზღვის დიაგნოზისა და ოპერატიული პროგნოზის სისტემის შემუშავება“, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის (მოიცავს საქართველოს სანაპირო ზოლსა და მიმდებარე აკვატორიას) რეგიონული პროგნოზის სისტემასაც გულისხმობდა, დაიწყო ევროკავშირის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური პროექტის ARENA ფარგლებში (2003-2005 წწ.).

მედიკოსთა შეფასებით, სომატური დაავადებებიდან (დაავადებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფსიქიკურ პროცესებთან), ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კბილის კარიესი და პაროდონტის (კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების) დაავადებებია. მათ განვითარებაში მთავარი ეტიოლოგიური (გამომწვევი პირობები და მიზეზები) როლი მიკრობებს ენიჭება, თუმცა ეს დაავადებები მულტიფაქტორული ხასიათისაა და მათ წარმოქმნასა და განვითარებაზე მრავალი ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორი მოქმედებს.

 

ადამიანისა თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური არსებობისთვის, ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გარდა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა 20 ქიმიური მიკროელემენტი და მათგან ერთ-ერთი ორვალენტიანი მანგანუმია. მისი დოზირებული რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ორგანულ ნივთიერებათა მიმოცვლის რეაქციების მაკატალიზირებელი ენზიმების (ცილოვანი ფერმენტების)? გააქტიურება, სასქესო ჯირკვლებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნორმალური ფუნქციონირება, ნერვული უჯრედების მემბრანებისა და, ზოგადად, ნერვული სისტემის სტაბილურობა, სისხლის გასუფთავება და მრავალი სხვა.

კვლევა „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები საქართველოში“ 2011 წელს დაიწყო. კვლევის ძირითადი მიზანია ფერმერული მეურნეობების განვითარების, დივერსიფიკაციის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შეფასების საფუძველზე საქართველოში არსებული გამოწვევების გამოვლენა. ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ სტრუქტურაში. ევროკავშირთან დაახლოების კუთხით კი აუცილებელია საქართველოსთვის შემუშავდეს მოდელები, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან, მეორე მხრივ, ასახავს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. მკვლევართა განმარტებით, ამ ნაშრომის სიახლეა ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციებისა და ხედვების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გამოკვლევა და საქართველოს რეალობისათვის ადეკვატური დივერსიფიკაციის მოდელების ადაპტირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.