რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

თსუ რექტორის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2020 წლის 4 აგვისტოს არჩევნები გაიმართება.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება  23 ივლისის 10:00 საათიდან მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: chancellery@tsu.ge. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ივლისის 18:00 საათი.

აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდი.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, ქვეყანაში საგანგებო, საომარი ან ისეთი მდგომარეობის არსებობისას, რომელიც ზღუდავს ფიზიკურ პირთა გადაადგილებასა და შეკრებას, აკადემიური საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამების გამოყენებით. არჩევნების შედეგების შეჯამება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიმცემის სრულფასოვან იდენტიფიკაციას (მათ შორის პირადობის მოწმობის წარდგენით) და ხმის მიცემის სრულ ფარულობას.






გამოქვეყნების თარიღი:2019-11-27 16:58:49