2019-02-01

სინერჯი ჯგუფი იწყებს შერჩევის ახალ ეტაპს თასქ მენეჯერების პოზიციაზე

თუ ხარ ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულების მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, გაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და სურვილი, რომ იმუშაო ურთულეს მენეჯერულ ამოცანებზე და მიიღო უდიდესი გამოცდილება, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!

პოზიციის დასახელება: თასქ მენეჯერი

ძირითადი ამოცანები:
1.    პორტფელის დირექტორების და სტრატეგიული განვითარების მენეჯერების დახმარება პორტფელურ კომპანიებში არსებული მიმდინარე და განვითარების ამოცანების გააზრებასა და გადაწყვეტილებების პოვნაში
2.    საკონსულტაციო პროექტებში ჩართულობა: ინტერვიუებზე დასწრება/ჩატარება, სტრატეგიული, სტრუქტურული და სხვა სახის გადაწყვეტილებების დამუშავება, საბოლოო დოკუმენტების მომზადება და ა.შ.
3.    სინერჯი ჯგუფის შიდა ორგანიზაციული განვითარების ამოცანებზე მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:
•    სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს
•    სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან შეთავსებად სამუშაო გრაფიკს
•    კარიერული განვითარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა:
https://goo.gl/forms/FT4FDP1SA1fmBQ7z2

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს ან ფეისბუქ გვერდს:
http://synergy.ge/
https://www.facebook.com/SynergyGroupGeo/

კომპანიის შესახებ: სინერჯი ჯგუფი არის მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც 1999 წლიდან განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი 150-ზე მეტ წარმატებულ ორგანიზაციასთან. გარდა საკონსულტაციო პროექტებისა, დღეს უკვე სინერჯი ჯგუფი მართავს ან მეთვალყურეობას უწევს არაერთ წარმატებულ და პერსპექტიულ კომპანიას.
Print

« იხ. ყველა სიახლე