2020-09-11

მე-3 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“

საქართველოში, ტრადიციულად სექტემბრის მეორე პარასკევს ეკონომისტის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2020 წლის 11 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიხსნა მე-3 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ეკონომიკური მიმართულების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართველი მეცნიერ ეკონომისტები, პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები. კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენს პროფესორ ნოდარ ხადურის ოჯახის წევრები.












Print

« იხ. ყველა სიახლე